ახალი ამბები

თუშეთის გზა ამ დრომდე ჩაკეტილია

 ამის მიუხედავად, თუშეთი რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. თუშეთის გზა მაისის ბოლოდან იხსნება მაღალი გამავლობის მქონე საავტომობილო ტრანსპორტისთვის, თუმცა წელს ივნისის პირველი დეკადა ისე გადის, გზა არ გახსნილა. გზის გახსნის მოთხოვნით, რამდენიმე აქციაც ჩატარდა ადგილობრივების მიერ, თუმცა გზა ბოლომდე გაწმენდილი არ არის.
ეს ფოტოები 2 დღის წინ, ფიცისჭალასთან არის გადაღებული.. ასე გამოიყურება თუშეთის გზაზე, ფიცისჭალის და ხოდარკოს ზვავები.