ახალი ამბები

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

მსოფლიოში ოქროს ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 139 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.32%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.04 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 0.09%-ით დაკლებული ფასია.

რაც შეეხება საქართველოს, ოქროს ფასმა აქაც მოიმატა. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 464 ლარია, 750-სინჯიანი – 348 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 271 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.38 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.69 ლარად არის შესაძლებელი.