პლასტიკის ნარჩენების სიჭარბის ფონზე გადამმუშავებელი ქარხნები ნედლეული დეფიციტზე საუბრობენ
საქართველოში პლასტიკის გადამმუშავებელი საწარმოები მუშაობას აჩერებენ, მიზეზად კი ნედლეულის ნაკლებობას ასახელებენ.
რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს ხდება მაშინ, როცა პლასტიკის ნარჩენის დიდი რაოდენობით ბუნებაში მოხვედრის გამო მთავრობა პლასტიკის შეფუთვების აკრძალვას აანონსებს. ფაქტია წარმოქმნილი პლასტიკის ნარჩენის შეგროვება სათანადოდ ვერ ხერხდება და ის ვერ გადამმუშავებელ ქარხნებამდე მიდის.
გადამმუშავებელი საწარმო “პოლივიმში” მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ქვეყანაში წლების წინ დაწყებული რეფორმა გაგრძელდეს, რომელიც მწარმოებლებს მათი მიერ წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვებას და გადამუშავებას ავალდებულებს. მათი თქმით, პლასტიკის სრულად აკრძალვით, ქვეყანა პლასტიკის გადამუშავებისგან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს დაკარგავს და უკვე ბუნებაში მოხვედრილი ნარჩენი ამოღებაც ვეღარ მოხდება.
“საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სრულმასშტაბიანი ფორმით, სისტემურად ამოქმედებული ნარჩენების მართვის რეგულაციები. არის ბევრი ნორმა მიღებული, არის ბევრი დადგენილება ამის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ძალა ამას მოკრებილი არ აქვს და მაინც ერთეული ფორმით ხდება აღსრულება – არ არის სისტემური მიდგომა. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ ხდება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, სხვადასხვა რეციკლირებადი ნარჩენის მიმართვა შესაბამის გადამამუშავებელთან. ნარჩენი კი უამრავია, მზარდია რაოდენობა წლიდან წლამდე და ეს დიდ გამოწვევად და პრობლემად რჩება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც და ბიზნესის კუთხითაც.
გადამმუშავებელი ქარხნები და მათ შორის „პოლივიმი“, რომელიც საქართველოში პლასტმასის გადამმუშავებელ სფეროში არის უმსხვილესი, არის იმ გამოწვევის წინაშე, რომ აქვს ნედლეულის დეფიციტი. ანუ, ცოტა პარადოქსულია: რამდენადაც ერთი მხრივ ფაქტია, რომ არის ძალიან ბევრი ნარჩენი საქართველოში, მეორე მხრივ, კომპანია განიცდის რესურსების, ნედლეულის დეფიციტს, იმიტომ რომ არ არის შეგროვება და ეს ნარჩენი ვერ აღწევს გადამამუშავებლამდე.
ეს ყველაფერი, ამავდროულად, არის გაფლანგული ეკონომიკური რესურსი. იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ნარჩენი დამუშავდეს, გაკეთდეს ამისგან ხელახალი ნედლეული, რომელიც იქნება უკვე მეორეული ნედლეული პოლიმერული მწარმოებლებისთვის, ეს მიდის და იფლანგება — უკეთეს შემთხვევაში ნაგავსაყრელზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბუნებაში.
ჩვენთან, „პოლივიმში“, მაგალითად, ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე 2500 ტონაზე მეტი პოლიმერული ნარჩენი გვაქვს დამუშავებული, რომლის ნაწილი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ, მივაწოდეთ მეწარმეებს, ნაწილი ექსპორტზე გავიტანეთ ევროპის მიმართულებით. მუშაობს ჩვენთან დაახლოებით 40 ადამიანი და ეს ყველაფერი დგება რისკის ქვეშ, რადგან აი ეს გამოწვევები ჯერჯერობით ისევ გამოწვევებად რჩება.
რაც შეეხება აკრძალვას, აკრძალვა პირდაპირ ალბათ არ ეხმიანება ამ გამოწვევის აღმოფხვრას. იმიტომ, რომ აკრძალვის მიუხედავად, ის ნაკადები, რომლებიც ნარჩენის სახით მაინც რჩება, ამ ნაკადებს მაინც სჭირდება სისტემური მართვა, რომ მათი გადამუშავება, რეციკლირება მოხდეს და დაუბრუნდეს ეკონომიკას ეს რესურსები,”-ამბობს კომპანია პოლივიმის კომერციული მენეჯერი ბექა ფონჯავიძე.
პლასტიკის გადამუშავება
Polyvim
ბექა ფონჯავიძე
პლასტიკის ბოთლების აკრძალვა
სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით “იმედის ბანკი“ – „ტელეიმედის“ განცხადება
იმედი
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.26 10:49
•
35
ტელეკომპანია „იმედი“, ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლების, ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით საკუთარი ბანკის შექმნის შესახებ აცხადებს, რომლის სახელწოდება „იმედის ბანკი“ იქნება. „იმედის“ ფეისბუქგვერდით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „იმედს“ არანაირი ფინანსური პრობლემა არ ექმნება.
მათივე განცხადებით, კომერციული ბანკები მზად არიან მათ მომსახურება გაუწიონ, თუმცა თავად „ტელეიმედი“ მათი საქმიანობისთვის მოსალოდნელ რისკებს კარგად აცნობიერებს.
“ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენს მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.
არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.
ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს – ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.
„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.
გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით “იმედის ბანკი“”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია იმედი
ტელეიმედი
გამოწერეთ ჩვენი სიახლეები
მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები
user@gmail.com
TOP.GE

