გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის საქართველო ლიდერობს
2025 წელს გერმანიიდან დეპორტისთვის ყველაზე მეტი ნებართვა საქართველოს მოქალაქეებზე გაიცა.
როგორც DW საინფორმაციო სააგენტო dpa-ზე დაყრდნობით წერს, ჯამში დეპორტის ბრძანება გასულ წელს საქართველოს 671 მოქალაქეზე გაიცა, შემდეგ მოდის ალბანეთი 661 შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი 618 დეპორტაციით.
როგორც გამოცემა წერს, ჯამში გერმანიამ შარშან 8 232 პირის მიმართ გამოსცა დეპორტის ბრძანება. ეს წლიურ ჭრილში მცირედი კლებაა, რადგან 2024 წელს გერმანიიდან 9277 უცხოელი იქნა დეპორტირებული.
გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ფულად გზავნილებში. 2025 წელს გერმანიიდან გზავნილები 319 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მას მხოლოდ იტალია უსწრებს.

