ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ საქართველოში ყოფნის უფლება 1 წლის ვადით გაუხანგრძლივდათ

უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ საქართველოში ყოფნის უფლება 1 წლის ვადით კიდევ გაუხანგრძლივდათ.

ამისი შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი, რომელიც 2026 წლის 24 თებერვლით არის დათარიღებული.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2027 წლის 24 თებერვლამდე.

ცნობისთვის,2025 წლის აპრილამდე უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 3 წლის ვადით შეეძლოთ. თუმცა, გასული წლის დადგენილებით, ქვეყანაში მათი უვიზოდ ყოფნის პერიოდი 1 წლამდე შემცირდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2024 წლის 23 აპრილის პრემიერ-მინისტრის დადგენილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის ვადები 3 წლამდე გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის ვადით შეეძლოთ.