ნაჩო სანჩეს ამორი – საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად ოპოზიციურმა ძალებმა მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი უნდა შესთავაზონ
საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად ოპოზიციურმა ძალებმა მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი უნდა შესთავაზონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.
ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს, საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის მოწოდება დავამატო. მათ დიდსულოვნება უნდა გამოიჩინონ და საერთო შეთავაზება უნდა გააკეთონ. მე საარჩევნო ალიანების შესახებ არ ვსაუბრობ. უნდა შეეცადონ ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი შესთავაზონ. ეს ერთ-ერთი ამოცანაა, სადაც დახმარების ვალდებულება გვაქვს, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

