2025 წლის მე-4 კვარტალში დაქირავებით და თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა დასაქმება
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მე-4 კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა.
ასე მაგალითად თუ 2024 წლის მე-4 კვარტალში დასაქმებულად ითვლებოდა 1 412 503 ადამიანი, 2025 წლის მეოთხე კვარტალში მათი რაოდენობა 1 402 134 -მდე შემცირდა.
კლებაა როგორც თვითდასაქმებულებში, ასევე დაქირავებით დასაქმებულებში. 2025 წლის მე-4 კვარტალში დაახლოებით 970 ათასი პირი ითვლებოდა დაქირავებით დასაქმებულად, მაშინ როცა 2024 წლის შესაბამის პერიოდში ასეთი 978 ათასი იყო. თვითდასაქმებულთა რიცხვმა მე-4 კვარტალში 430 ათასი შეადგინა, დაახლოებით 3 ათასით ნაკლები 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია ის, რომ 2025 წლის მე-4 კვარტალში შემცირდა სამუშაო ძალის მაჩვენებელი, რამაც უმუშევრობის დონის 13.3%-მდე კლება გამოიწვია. ქვეყანაში უმუშევრად ითვლება 215 ათასზე მეტი ადამიანი. სამუშაო ძალა 2025 წლის მე-4 კვარტალში 1 617 511-მდე შემცირდა. დასაქმების დონემ კი ქვეყანაში 47.1% შეადგინა, იგივე რაც 2024 წლის მე-4 კვარტალში იყო.

