ლაგოდეხის მერის წარმომადგენელს ქრთამის აღებისთვის ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, რომელსაც მსჯავრდებულის განაჩენით დადგენილი საზოგადოებრივი შრომის უზრუნველყოფა და კონტროლი ევალებოდა, სასჯელისთვის თავის არიდებისათვის მსჯავრდებულისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.
“დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

