სად იქნება ეროვნული პარკი კახეთში
მთავრობა ცივ-გომბორის, მყინვარის, ეგრისის ეროვნული პარკების შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან ირკვევა.
,,კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ცივ-გომბორის ეროვნული პარკი (საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტები) 20 000 ჰა ტერიტორიაზე და „გურჯაანის დაცული ლანდშაფტი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 17 000 ჰა ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორიები ძირითადად წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს და მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის,“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაში.

