11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა.
2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა.
ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.
ახალგაზრდებმა გამოკითხვა ჩაატარეს თელავში, თუ რა გამოგონებები უკავშირდებათ ქალებს.

