რაში ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში ყველაზე მეტ თანხას
2025 წელს საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა ყველაზე მეტი თანხა საყიდლებზე დახარჯეს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, საქსტატის თანახმად, გასული წლის განმავლობაში, საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა საყიდლებზე 1.418 მლრდ აშშ დოლარი დახარჯეს.
უფრო კონკრეტულად, უცხოელი ვიზიტორების ყველაზე დიდი დანახარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით, ასე გამოიყურება:
განთავსება -1.268 მლრდ აშშ დოლარი;
გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 651.2 მლნ აშშ დოლარი;
ადგილობრივი ტრანსპორტი – 434.1 მლნ აშშ დოლარი;
საკვები და სასმელი – 1.167 მლრდ აშშ დოლარი;
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6%-ით გაიზარდა და 4.690 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

