ახალი ამბები

ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, არ უნდა იყოს 17%-ზე დაბალი შაქრიანობის – სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება, რომლებიც ორიენტირებულია ხარისხის უზრუნველსაყოფად.

,,წელს, აქტიურად გაგრძელდება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ღონისძიებები როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. რთველის დროს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი იქნება, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე. ხარისხიანი ღვინის მისაღებად აუცილებელია, ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე. ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, არ უნდა იყოს 17%-ზე დაბალი შაქრიანობის.“

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება და მევენახეებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები.