“ფასების სამთავრობო კომისია” ხვალ ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება
“ფასების სამთავრობო კომისია” ხვალ 13:00 საათზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაცია bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, “ფასების კომისიის” წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 2
3 იანვარს “ფასების სამთავრობო კომისიამ” პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ “ფასების სამთავრობო კომისია” მწარმოებლებს შეხვდა. ხოლო ბოლოს 28 იანვარს შეხვედრა ფარმასექტორთან გაიმართა.
ფასების საპარლამენტო კომისია მუშაობას 2 თებერვლის კვირიდან დაიწყებს.

