ახალი ამბები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს – სტატისტიკა დარგების მიხედვით

2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 102 139 ბიზნეს სუბიექტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 27 % ფუნქციონირებს, შესაბამისად, 73% არ მუშაობს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აქტიური ბიზნესების რაოდენობამ 294 573 შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებს შორის პროცენტულად ყველაზე ცოტა ფუნქციონირებს შემდეგ მიმართულებებში:

ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები – მუშაობს კომპანიების მხოლოდ 12% (რეგისტრირებული 97, აქტიურია 12)
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – მუშაობს 26% (რეგისტრირებული 1057, აქტიური – 277)
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა – მუშაობს 27% (რეგისტრირებული 1568, აქტიური – 419 )
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – მუშაობს 29%(რეგისტრირებული 5775, აქტიური – 1691)
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება მუშაობს – 30% აქტიური (რეგისტრირებული – 2334, აქტიური 698)

რაც შეეხება დანარჩენ სექტორებს, ფუნქციონირებადი კომპანიების რაოდენობა პროცენტულად ასე ნაწილდება:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 65% აქტიური ( რეგისტრირებული – 39 306, მოქმედი – 25 487)
განათლება – 58% აქტიური (რეგისტრირებული 12 300, მოქმედი – 7 123)
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 57% აქტიური (რეგისტრირებული 14 765, მოქმედი – 8 489)
ტრანსპორტი და დასაწყობება – აქტიური 54% (რეგისტრირებული – 49 648, მოქმედი – 26 919)
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 49% აქტიური (რეგისტრირებული 27 786, მოქმედი 13 585)
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 48% აქტიური (რეგისტრირებული – 7 809, მოქმედი – 3 737)
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 48% აქტიური (რეგისტრირებული 17 334, მოქმედი – 8 238)
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 48% აქტიური ( რესგისტრირებული 597, მოქმედი – 286)
მშენებლობა – 45% აქტიური (რეგისტრირებული 46 340, მოქმედი – 20 688)
ხელოვნება, გართობა და დასვენება – 44% აქტიური (რეგისტრირებული – 8 222, მოქმედი 3 639)
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 37% აქტიური (რეგისტრირებული 220 861, მოქმედი – 81 915)
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 37% აქტიური (რეგისტრირებული – 30 653, მოქმედი – 11 219)
დამამუშავებელი მრეწველობა – 35% აქტიური (რეგისტრირებული – 52 415, მოქმედი – 18 606)
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – მუშაობს 31%(რეგისტრირებული 11 905, მოქმედი – 3 676)