ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასმა 3 დოლარს მიაღწია
ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასმა 3 დოლარს მიაღწია – რომელ ქვეყნებში ღირს ყველაზე ძვირი?ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასმა 3 დოლარს მიაღწია – რომელ ქვეყნებში ღირს ყველაზე ძვირი?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. უწყების ცნობით, საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა მიანიშნებს, რომ ქართული ღვინო თავს იმკვიდრებს პრემიალურ სეგმენტში.
უფრო კონკრეტულად, როგორც სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წელს ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.98 აშშ დოლარამდე გაიზარდა. მაშინ როცა, 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2.91 აშშ დოლარს შეადგენდა.
მათივე ცნობით, სტრატეგიულ ბაზრებზე, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია და 6.17 აშშ დოლარს შეადგენს.
კერძოდ, ქვეყნების მიხედვით ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი, ასე გამოიყურება:
აშშ – 6.17 აშშ დოლარი;
იაპონია – 5.77 აშშ დოლარი;
სამხრეთ კორეა – 5.26 აშშ დოლარი;
დიდი ბრიტანეთი – 5.19 აშშ დოლარი;
გერმანია – 4.73 აშშ დოლარი;
ჩინეთი – 3.14 აშშ დოლარი;
პოლონეთი – 2.5 აშშ დოლარი.

