ბოსტნეულის იმპორტი 26%-ით გაიზარდა
2025 წელს საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი 26%-ით გაიზარდა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. გასული წლის 11-თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 77.979 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 61.751 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული. აღსანიშნავია, რომ ბოსტნეულის იმპორტში უდიდესი წილი – 52.6% თურქეთზე მოდიოდა. კერძოდ, ამ ბაზრიდან 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 41.053 მლნ დოლარის ღირებულების ბოსტნეული ვიყიდეთ.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:
თურქეთი – 41.053 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
უზბეკეთი – 10.339 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
აზერბაიჯანი – 5.899 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
ირანი – 4.967 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
ჩინეთი – 4.693 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
ამასთანავე, 2025 წლის 11-თვეში იმპორტირებულ ბოსტნეულში უდიდესი წილი მოდიოდა პომიდორზე, ხახვსა და პარკოსან გამხმარ ბოსტნეულზე.
კერძოდ, ამ პერიოდში ქვეყანამ ბოსტნეულის შემდეგი 10 ძირითადი სახეობა შეიძინა:
პომიდორი – 17.037 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
ხახვი, პრასი, ნიორი – 16.071 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული – 12.322 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
სხვა ყველა ბოსტნეული ჯამურად – 11.571 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
კიტრი – 8.478 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
კარტოფილი – 4.410 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
სტაფილო, თალგამი, ჭარხალი – 2.271 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
სალათა და ვარდკაჭაჭა – 1.734 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
კომბოსტო, კოლრაბი, ბროკოლი – 1.614 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
გაყინული ბოსტნეული – 1.366 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

