ახალი ამბები

საქართველო რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია

საქართველო რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია. commersant-ის ინფორმაციით, ამის შესახებ РИА Новости წერს, რომ ღია მონაცემებსა და გაერო-ს Comtrade პლატფორმაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების სია შეადგინა.ავრცელებს.

რუსული გამოცემის მიხედვით, რუსეთიდან შოკოლადის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილას მოხვდა.

რუსეთიდან ყველაზე მეტი შოკოლადის ნაწარმი შეისყიდეს:

ყაზახეთი – $192 მლნ;
ბელარუსი – $123 მლნ;
უზბეკეთი – $68 მლნ;
აზერბაიჯანი – $48 მლნ;
სომხეთი – $28.5 მლნ;
ყირგიზეთი – $26.1 მლნ;
საქართველო – $19.5 მლნ;
ჩინეთი – $14.4 მლნ;
მოლდოვა – $7.7 მლნ;
სერბეთი – $6.8 მლნ;