ახალი ამბები

ვარამიანთ კარის ეკლესია სოფელ ყიტაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მდებარე ვარამიანთ კარის ეკლესია ეკლესია დარბაზულია.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ერთვოდა, რომელიც ძირითად ნაგებობასთან თავისი წყობით იყო დაკავშირებული.

ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი:

,,ეკლესია რიყის ქვითა და კირის ხსნარით არის აგებული, წყობაში რიგების სწორხაზოვნებაა დაცული. შესასვლელი დასავლეთიდან არის მოწყობილი. კარის ღიობი, გარედან, მოზრდილი ზომის ქვითაა გადახურული, შიგნიდან თაღოვანია. ეკლესია, აღმოსავლეთით, ღრმა, ოდნავ ნალისებრი აფსიდით არის განსაზღვრული. საკურთხეველში ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი, რომელიც ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. მის ორივე მხარეს, თითო ოთხკუთხა ნიშაა დატანილი. აფსიდი, დარბაზისგან, მხრებით არის გამოყოფილი. ჩრდილოეთ მხართან მინაშენში გასასვლელი თაღოვანი კარია მოქცეული. ის მოგვიანებით არის ამოშენებული და ნიშად გადაკეთებული”.

ფოტოები: ზვიად თურმანიძე