რა გაიაფდა და რა გაძვირდა დეკემბერში
2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.6%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში, წლიურ ჭრილში გაიაფებული პროდუქტების ტოპ-ათეულში სოფლის მეურნეობის პროდუქტები სჭარბობს.
„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტების ათეულს:
მწვანილი – 48.8%-ით გაიაფდა;
ბადრიჯანი – 26.6%-ით გაიაფდა;
პომიდორი – 21%-ით გაიაფდა;
კიტრი – 20.5%-ით გაიაფდა;
მაცივარი – 19.2%-ით გაიაფდა;
ტელევიზორი – 17.6%-ით გაიაფდა;
სპორტული ფეხსაცმელი – 14.8%-ით გაიაფდა;
ნიორი – 14.6%-ით გაიაფდა;
კომპიუტერი – 13.9%-ით გაიაფდა;
ბრინჯი – 13.8%-ით გაიაფდა.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულს:
ქლიავი – 94.8%-ით გაძვირდა;
მსხალი – 49.3%-ით გაძვირდა;
ლიმონი – 43.6%-ით გაძვირდა;
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 43.1%-ით გაძვირდა;
ატამი – 35%-ით გაძვირდა;
კარტოფილი – 27.4%-ით გაძვირდა;
ნაყინი – 26%-ით გაძვირდა;
საავადმყოფოს მომსახურება – 25.5%-ით გაძვირდა;
ხორბლის პური – 22.5%-ით გაძვირდა;
ახალი თევზი – 22.1%-ით გაძვირდა.

