ახალი ამბები

1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება. მათ შორის, დაგეგმილია: პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

ამასთან, იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც. მათ შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი – 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი კოეფიციენტით კი (8), პარლამენტის წევრების ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ კოეფიციენტით ხელფასების გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება, რომელიც კონკრეტული წლის ბიუჯეტით განისაზღვრება. ასე მაგალითად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1600 ლარი იქნება.