ახალი ამბები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე უკანონო დაერთების ფაქტები გამოავლინა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე უკანონო დაერთების ფაქტები გამოავლინა.

ტექნიკური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე კომერციული ობიექტი ქსელს კანონდარღვევით იყენებდა, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, წნევის შემცირებას და საფრთხეს უქმნიდა სასმელი წყლის ხარისხს.

,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აგრძელებს უკანონო დაერთებების გამოვლენასა და აღმოფხვრას ქვეყნის მასშტაბით და მოუწოდებს მოქალაქეებსა და ბიზნესს, წყალმომარაგების სერვისით კანონიერად ისარგებლონ.”