საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 48 690 400 ლარით განისაზღვრა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
სკოლამდელი განათლებითვის 10 მილიონ 956 ათასი ლარია გამოყოფილი.
ახალგაზრდობის მხარდაჭერა, კულტურისა და სპორტის განვითარება კი 8 მილიონ 671 ათასი ლარით დაფინანსდება
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას კი 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

