როგორ უნდა შეინახოთ მზა კერძები მაცივარში – სეს-ის რეკომენდაციები
როგორ უნდა შეინახოთ საახალწლოდ მზა კერძები მაცივარში – ამის შესახებ რეკომენდაციებს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის რჩევით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადავსებულ მაცივარში საკვები ცუდად ინახება.
ამასთან, მაცივრის კარის ხშირი გამოღება არ არის რეკომენდებული.
უფრო კონკრეტულად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებები ასეთია:
მაცივრის კარს ხშირად ნუ გამოაღებთ, რადგან ეს ხელს უშლის ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნებას;
მაცივარში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 5°C-ს;
სურსათი შეინახეთ სუფთა თავდახურულ კონტეინერებში.
რაც შეეხება მაცივარში სურსათის სწორად განთავსებას, რეკომენდაციები ასეთია:
ზედა თარო – მზა კერძები;
შუა თარო – რძის ნაწარმი;
ქვედა თარო – ნედლი ხორცი/თევზი;
კარი – სასმელები, სოუსები;
ბოსტნეულის უჯრები – ხილი, ბოსტნეული.

