თელავში, საახალწლო ღონისძიებების გამო, მოძრაობა შეიზღუდება
26 დეკემბერს, თელავში, საახალწლო ღონისძიებების გამო, იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 25 დეკემბრის 12:00 საათიდან 27 დეკემბრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან იუსტიციის სახლამდე, ასევე ერეკლე მეფის ძეგლამდე მიმავალ მონაკვეთზე, ორმხრივად.

