პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

