ახალი ამბები

თელავში სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

უწყების განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებია.

,,12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საახალწლო ღონისძიებების მზადების პროცესის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ერეკლე II- ის გამზირზე საქართველოს ფოსტის კუთხიდან-ბანკი “ქართუს” შესახვევამდე”.