ახალი ამბები

თელავში 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

თელავში 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა. გზაზე მიმავალი ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ბავშვს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, რომ პაციენტს ღია მოტეხილობები არ იფიქსირდება. მისი თქმით, ბავშვს უტარდება დამატებითი კომპიუტერული კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.