ახალი ამბები

ყვარელი-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული მუნიციპალიტეტი კახეთში

ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, არქიტექტურული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით, კახეთში ჩამოსული ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალში ერთ-ერთი ლიდერია.

ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს გრემის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს გუმ­ბა­თოვან მთა­ვა­რან­გე­ლოზ­ის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სიას, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნ სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოს, სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბებს, გა­ლა­ვა­ნს, მდი­ნა­რე ინ­წო­ბის­კენ სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვ­ლე­ლს. აქ­ვეა – აბა­ნო­ე­ბი, ბა­ზა­რი და ქარ­ვას­ლა.

გრე­მის, რო­გორც ქა­ლა­ქის ის­ტო­რია XV სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა, რო­ცა იგი კა­ხე­თის პირ­ველ­მა მე­ფემ, გი­ორ­გიმ (1466-1476 წწ.) კა­ხე­თის სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქად გამოაცხადა. ეს სტა­ტუ­სი გრემ­მა ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. გრემში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ტი­უ­რი საგანმანათლებლო საქ­მი­ა­ნო­ბა, აქ გა­დი­ო­და სა­ქა­რავ­ნო გზე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, გრემი კა­ხე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტ­რს წარმოადგენდა.

ავკასიონის ქედის განშტოებაზე მდებარე ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და დიდებული სილამაზით ვიზიტორებზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს.
ილიას მშობლიურ ყვარელში ჩასული ვიზიტორი აუცილებლად სტუმრობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს და კიდევ ერთხელ მოისმენს ინფორმაციას დიდი ქართველის მოღვაწეობის შესახებ.

ყვარლის მთები და ტბები თავისი მრავალფეროვანი, ბუნებრივი სილამაზით ვიზიტორებისთვის და განსაკუთრებით, ფოტომოყვარული ტურისტებისთვის საყვარელი დანიშნულების ადგილია.