ხე-ტყის სოციალური ჭრების ვადის 1 წლით გადავადება იგეგმება
ხე-ტყის სოციალური ჭრების ვადის 1 წლით გადავადება იგეგმება. პირები, რომელთაც საშეშე მერქნით მომარაგება სჭირდებათ, შეშას არსებული პრაქტიკის შესაბამისად მიიღებენ – როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს საშუალება ექნებათ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე საშეშე მერქანი თავად დაამზადონ ან ტყის მართვის ორგანოდან შეიძინონ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს „ტყის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2027 წლის 1 იანვრამდე იქნება დასაშვები.
2027 წლის 1-ელ იანვრამდე ტყის მართვის ორგანოებს უფლება მიეცემათ ადგილობრივი მოსახლეობა და სასაზღვრო სექტორი ხე-ტყით 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ.

