ახალი ამბები

გურჯაანში პარკის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ახალი პარკის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია გურჯაანსა და საქართველოს სხვა ქალაქებში შეიქმნას თანამედროვე სარეკრეაციო გარემო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ღია სცენებისა და პავილიონების მოწყობა. ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

პარკების სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. გათვალისწინებულია ეკო-მასალების გამოყენება, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

არქიტექტურულ კონკურსებში გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მომზადდება დეტალური პროექტი და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.