ახალი ამბები

კანონდამრღვევი უცხოელების მიმართ გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება

2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება.

მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც.

უფრო კონკრეტულად, 1-ლი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის ვადები, დაეკისრება ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე, ამასთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აეკრძალება საქართველოში შემოსვლა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქცია ქვეყნიდან გაძევებას არ ითვალისწინებს, ჯარიმის მოცულობა კი 180-დან 360 ლარს შეადგენს.