ახალი ამბები

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო.

წელს ფესტივალი 11 ოქტომბერს გაიმართება. ფესტივალის ჩატარების ადგილი უცვლელია. ღონისძიება გაიმართება გურჯაანში, ახტალის პარკში. ფესტივალზე მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

,,თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და მზად ახალი გამოცდილებისთვის – ეს შესაძლებლობა შენთვისაა. მოხალისეთა ჩართულობა მოიცავს 3 დღეს. ფესტივალში მონაწილეობით გაქვს შანსი: მიიღო უნიკალური გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზებაში, ახლოს გაიცნო ღვინის კულტურა , შეიძინო ახალი მეგობრები და იმუშაო საინტერესო გარემოში, მონაწილეობა შეუძლიათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ 15–25 წლის ახალგაზრდებს”.

სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეგიძლიათ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeEDcfE5k8Oec11irTYxSf9XlZKTZhX0ba1ykFXBtk9xgC3xA/viewform?pli=1