რა ზიანი მოაქვს ფოთლების დაწვას
მოსახლეობის ნაწილი ეზოებში და ნაკვეთებში მოგროვილ ხმელ და ნედლ ფოთლებს ადგილზე წვავს, რაც ეკოლოგიას და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
გარემოს დამცველების განცადებით, ფოთლების წვის დროს გამოყოფილი ბოლი მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან ის მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს. მათივე თქმით, კვამლი შიცავს მათ შორის მეთანს, რომელიც ბევრი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნესა და სხვა.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ შემოდგომით ხიდან ჩამოსული ფოთლის გატანა ყოველდღე შუძლებელია. გამოსავალი კი, მისი მოგროვება და დაწვაა.
დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ფოთლის კომპოსტირების ან მისი მინერალიზაციის შემთხვევაში, იქცევა სასარგებლო სასუქად, რომელიც შემდეგ შეიძლება, ფერმერებმა ან ქალაქის გამწვანებისთვის გამოიყენონ. პრობლემის მოსაგვარებლად, ექსპერტები ერთ-ერთ გამოსავლად საკომპოსტე ადგილების მოწყობას მიიჩნევენ, რომლის გაკეთებაც ძვირი არ ჯდება.