თელავის №2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო
თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდნენ.
350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები. შენობაში განთავსებულია, ასევე, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებას შეძლებენ. სკოლა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას.
რეაბილიტაციის განხორციელებამდე, თელავის №2 სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.

