12 ოქტომბერს თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება
12 ოქტომბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტიში, სოფელ ქვემო ალვაშნი, აგროტურისტულ მეურნეობ „ითაბანში“ თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება.
თუშური გუდის ყველის ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდება, რომლის მიზანიც არის უნიკალური თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია, ფერმერების მხარდაჭერა, თუშური კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლება, და აგროტურიზმის ხელშეწყობა.
რა გელოდებათ ფესტივალზე?
- ფერმერების ბაზრობა – თუშური გუდის ყველი (ცხვრის და ძროხის), რძის სხვა პროდუქტები (ჩოგი, ხმელი კალტი, ერბო), ასევე ღვინო, თაფლი, ბალახეულის ჩაი, მატყლის ნაწარმი და სხვა ადგილობრივი პროდუქტები.
- თუშური გუდის ყველის კონკურსი – საუკეთესო თუშური გუდა გამოვლინდება ჟიურის მიერ და ფერმერები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
- თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფები მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს (კოტორი, ხინკალი და სხვა).
- საკვები კუთხეები – თუშური და ადგილობრივი კერძების მრავალფეროვანი არჩევანი.
- ფოლკლორული კონცერტი და ქორეოგრაფია – თუშური მუსიკა, ცეკვა და ტრადიციები.
- საბავშვო კუთხე – ბავშვებისთვის გასართობი თამაშობები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ორგანიზატორები არიან: აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ და „თუშეთის განვითარების ფონდი“.

