ახალი ამბები

დღეიდან კახეთში პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

15 სექტემბრიდან კახეთში პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება.

პროფესიული სწავლების პროგრამაში მონაწილეობა 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მოკლევადიან კურსებზე სწავლება, ძირითადად, 1-დან 3 თვემდე მიმდინარეობს და მასში ჩართულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კოლეჯები.

,,რეგისტრაციისთვის აუცილებელია ეწვიოთ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრებს თქვენთვის სასურველ რეგიონში 10:00-17:00 საათებში. (თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა);
ადგილები შეზღუდულია. ნებისმიერი მსურველისთვის სწავლა უფასოა. სასწავლო კურსი გრძელდება 1 თვიდან 3 თვემდე”.

გაეცანით მოკლევადიანი კურსების ჩამონათვალს კახეთში:

კახეთი – თელავი
ესთეტიკური და თერაპიული კოსმეტოლოგიის ცენტრი “ლეპოტა”
ესთეტიკური კოსმეტოლოგია

კახეთი – გურჯაანი
კოლეჯი “აისი”
ქართული და უცხოური კერძების მომზადება

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.

რეგისტრაციის თარიღი: 15 სექტემბერი – 26 სექტემბერი; რეგისტრაციისთვის აუცილებელია ეწვიოთ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრს 10:00-17:00 საათებში.
მისამართი: თელავი, კახეთი; – დავით აღმაშენებლის ქ. N41ა
სიღნაღი, წნორი, ევდოშვილის ქ. N 21.