ახალი ამბები

საქართველოში აზარტული თამაშებით დაკავებული 1 038 ბიზნესია რეგისტრირებული

2025 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული იყო აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული 1 038 კომპანია – შესაბამისი მონაცემები „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოაწოდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდისთვის რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან აქტიური სტატუსი მხოლოდ 137 კომპანიას ჰქონდა.

ამასთანავე, გასულ წელთან შედარებით აზარტული თამაშებით დაკავებული აქტიური კომპანიების რაოდენობა ერთით, 2023 წელთან შედარებით კი ოთხით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, 2020-2025 წლებში აზარტული თამაშებით დაკავებული რეგისტრირებული და აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა ასეთი იყო:

2020 წელი – 984 რეგისტრირებული კომპანია (126 აქტიური);
2021 წელი – 1 014 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური – 116);
2022 წელი – 1 035 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური – 126);
2023 წელი – 1 045 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური – 141);
2024 წელი – 1 042 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური – 138);
2025 წლის 1-ელი იანვრის მოცემულობით – 1 038 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური – 137).