ახალი ამბები

რა სიტუაციაა ნასოფლარ წაროზე ხანძრის შემდეგ

თუშეთში, წოვათის ხეობაში მდებარე ისტორიულ ნასოფლარ წაროს ნაწილს 24 აგვისტოს გაჩენილმა ზედაპირულმა ხანძრმა გადაუარა.

,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის” ინფორმაციით, მათი დაკვირვებით, ხანძარმა ძირითადად მხოლოდ გამხმარი ბალახი დაწვა, რის შედეგადაც ზოგიერთ ნასახლარის საძირკველი გაშავებულია.

,,აღნიშნული საკითხი საჭიროებს შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობას, დეტალურ გამოკვლევასა და დასკვნის მომზადებას ზიანის საბოლოო მოცულობის დასადგენად. ნასოფლარ წაროს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი”.

ფოტო: თუშეთის დაცული ლანდშაფტი / ირაკლი აფთარაული