ახალი ამბები

ვინ იქნებიან ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. ისინი პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან ხუთში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინეს.

,,დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია:
ახმეტა: ალექსი ფიცხელაური
გურჯაანი: გიორგი მაჭავარიანი
დედოფლისწყარო: ნიკოლოზ ჯანიაშვილი
ლაგოდეხი: ჯონდო მდივნიშვილი
სიღნაღი: მალხაზ ბეგიაშვილი
ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე – ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე – ვაჟა მაღრაძე”.