შესაძლებელია წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო
არემოს ეროვნული სააგენტო, 8-11 აგვისტოს პერიოდში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

