ახალი ამბები

წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ახალდაბაში

წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც სოფელ ახალდაბაში ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დაზიანებულია.

ეკლესია მდებარეობს სოფ. ახალდაბის ჩრდილო დასავლეთის 300 მეტრში, ტყის კორომში. ეკლესია დარბაზულია (5.5 x 4.5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გარედან მობათქაშებულია. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილები, დასავლეთის კედელი შუაზეა გამსკდარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმ-ით კუთხეებმომრგვალებული საკურთხეველია, რომლის აღმ. კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი მცირე ზომის სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის ორივე კუთხე კარგად გათლილი ქვიშაქვის იმპოსტებითაა დასრულებული, რომლებსაც ზედა კიდეზე ორი ჰორიზონტალური ლილვი გასდევს. შემორჩენილია ორივე იმპოსტი და თაღის ორივე ქუსლი. ასეთივე იმპოსტი ჩრდ.-დას. კუთხეშიცაა, რომელსაც დასავლეთის კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.