ახალი ამბები

საქართველოში დღეში საშუალოდ 800-მდე ავტომობილი რეგისტრირდება

საქართველოში დღეში საშუალოდ 800-მდე ავტომობილი რეგისტრირდება. ამას მოწმობს მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემების დაკვირვება.

კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსი“ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად აკვირდებოდა სტატისტიკას, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციას დღეში 500-800 მანქანა გადის.

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში ავტომობილების მუდმივად მზარდი მაჩვენებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუხერხებლობასთან ერთად, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასაც უკავშირდება.

კერძოდ, როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, ადამიანების უმრავლესობას დღეს ქვეყანაში ერთი სამსახური არ აქვს, ამიტომ მანქანა მათთვის დღის განმავლობაში გადადგილების საშუალებასთან ერთად, შემოსავლის წყაროც არის.