ერისთავების ციხის სამხრეთის კოშკი სოფელ ქისტაურში
ერისთავების ციხის სამხრეთის კოშკი სოფელ ქისტაურში ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
კოშკი მდებარეობს ქისტაურის საჯარო სკოლის ეზოში. სამხრეთის კოშკი გეგმით წრიულია, ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული. შემორჩენილია ორი სართული. I სართულზე თაღოვანი შესასვლელი ჩრდ-დანაა, ეზოს მხრიდან. სართული გადახურულია კონუსისებრი გუმბათოვანი კამარით. კამარის აღმ. და დას. ნაწილში თითო სწორკუთხა სარკმელია. სარკმლების ხვრელობები გარეთკენ მკვეთრად მაღლდება. კედელში ოთხი საშუალო ზომის შეისრულთაღოვანი ნიშია, კარის გვერდით მდებარე ნიშებში თითო ცალმაგი სათოფურია. II სართული მრავალჯერაა გადაკეთებული.
ფოტო: ზვიად თურმანიძე

