სიღნაღში არტ-ფესტივალი ჩატარდება
9 აგვისტოს სიღნაღის არტ-ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
წელს ღონისძიებამ საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიიღო და მასში ქართველ ხელოვანებთან ერთად, უცხოელი მხატვრებიც მიიღებენ მონაწილეობას. წლევანდელი საფესტივალო პროგრამა ფერწერას და მცირე ქანდაკების შექმნას მოიცავს.
ფესტივალი 9 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ამ პერიოდის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა სახის აქტივობა – ვორქშოფები, ლექციები და მასტერკლასები ჩატარდება. 2025 წლის ფესტივალის კონცეფციაა – „ჩემი თვალით დანახული სიღნაღი“.
არტ-ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

