დღეს, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს
დღეს, 4 აგვისტოს, 13:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა უნდა დასრულდეს. პროცესზე სინდისის პატიმარი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
ამით ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა დასრულდება და სავარაუდოდ, დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილებაც, თუ რა განაჩენს გამოუტანს „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს.
შეგახსენებთ, პროკურატურა მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა 1 აგვისტოს გაიმართა და გვიან საღამომდე გაგრძელდა. ბოლოს სინდისის პატიმარმა მოითხოვა, რომ დასკვნითი სიტყვით მიმართვის უფლება მისთვის 4 აგვისტოს მიეცათ.

