ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არქეოლოგებმა ადრეული ქრისტიანული ხანის უნიკალურ ტაძარსა და ნივთებს მიაგნეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არქეოლოგებმა ადრეული ქრისტიანული ხანის უნიკალურ ტაძარსა და ნივთებს მიაგნეს.
სოფელ გელათში არქეოლოგიური სამუშაოები მოსახლეობის ინიციატივით დაიწყო. პროცესში სპეციალისტების გარდა ჩართული არიან თავად ადგილობრივებიც. აღმოჩენილი უძველესი ნივთები ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.
,,სოფელში, სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ადრეული ქრისტიანული ხანის სამლოცველო და ბრინჯაოს ხანის საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უნდა მოხდეს მისი რესტავრირება და ის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ტურისტებისთვის”,- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

