11 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ივნისს საქართველოში ამინდი ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით იქნება განპირობებული.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან – ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში ადგილი ექნება სეტყვასაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.
თელავი – დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +31°C