პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო საფეხურზე, ქართულ სექტორზე, ქართულ ენის სწავლება სავალდებულო წესით დაბრუნდება.
ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
კანონპროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, ვეტერინარიის მედიკოსის/სტომატოლოგის ინტეგრირებული სახელმწიფოენოვანი სამაგისტრო, დიპლომირებული საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) შემადგენლობაში არსებული ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.