ახალი ამბები

ქართულ დიპლომებს ჩინეთში აღიარებენ – რა წერია დადგენილებაში

საქართველოსა და ჩინეთს შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომებისა და სერტიფიკატების აღიარება მოხდება.
ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი.

აღნიშნული დოკუმენტი 9 ივნისის თარიღთ გამოქვეყნდა და იმავე დღიდან ითვლება ძალაში.

კერძოდ, დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება უკვე დამტკიცებულია.

ასევე, შეატყობინოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.