27 სექტემბერს ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება
ქართული ღვინის ფესტივალი წარმოადგენს ტრადიციისა და თანამედროვე გამოცდილების სინთეზს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ათასობით სტუმარს მასპინძლობს.
ღონისძიების მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მეღვინეობის ახალი ტენდენციების აღმოჩენა!
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ღვინის მსხვილი და მცირე მეწარმეები, ასევე საოჯახო მარნები და პოლიგრაფიული საწარმოები. ფესტივალი სტუმრებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ქართული ღვინის 8000 წლოვან ტრადიციასა და აღმოაჩინონ ახალი, განსხვავებული გემოები. ადგილობრივ მეწარმეებს კი საშუალება ეძლევათ – წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია უცხოელი სტუმრების წინაშე.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა და წარმოდგენები ქართული – ტრადიციული ელემენტებით.
ღვინის ფესტივალების ტრადიციას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პალიტრა ჰოლდინგისა და მეიდან ჯგუფის ორგანიზებით.